Friday, March 2, 2018

სტარტაპის ხარჯები

  ფოტოსტუდიის ბიზნეს იდეაზე ბევრი ფიქრის და დამუშავების შემდეგ დადგა შემდეგ ეტაპზე გადასვლის დრო – სტარტაპის ხარჯების დადგენა.

  ერთი შეხედვით რთულ დავალებას ადვილად გავართვი თავი. გავმიჯნეთ ერთჯერადი ხარჯები მუდმივი ხარჯებისგან. თითოეული მათგანს მივანიჭე ქვეჯგუფები და გავაკეთე ჩამონათვალი დასახელებების მიხედვით. სათითაოდ მივუწერეთ რაოდენობა და ერთეულის ფასი, შემდგომ მოხდა მათი დაჯამება.

 
 

Friday, February 23, 2018

რეფლექსია


    ბიზნეს იდეის პრეზენტაციის აწყობის პროცესში გავიარე შემდეგი ეტაპები:
  • ქრონოლოგიურად დავალაგე აქამდე ნაფიქრი და დამუშავებული საკითხები, რომლებიცაა – ბიზნესის აღწერა, ადგილმდებარეობა და მიზნობრივი ჯგუფი, ბიზნესის მიზნები, ბაზრის კვლევა, SWOT ანალიზი.
  • პრეზენტაციის თითოეულ გვერძე მოწესრიგებულად და გასაგებად გამოვკვეთე აღნიშნული ბიზნეს იდეის მოკლე შინაარსი თემატიკის მიხედვით.
  • პრეზენტაციის შინაარსობრივი ნაწილი გავაფორმე სასიამოვნო დიზაინით და შევავსე სურათებით მეტი თვალსაჩინოებისათვის.


   ამ სესიაზე აღვწერე ჩემი ბიზნეს იდეა, თუმცა ამ იდეის სტარტაპის ეტაპზე გადასასვლელად დამჭირდება, უმთავრესად ციფრული პროფესიონალური ფოტოაპარატი, გარემო – ოთახი სადაც მოხდება ფოტოგადაღება და ინტერიერის მოწყობა და სხვა ინვენტარი. ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა, რა თქმა უნდა, ფინანსები რომლებიც გამომდინარეობს ინვენტარის, ტექნიკის და ფარტის იჯარის ხარჯებიდან გამომდინარე ერთიანად.

Wednesday, February 14, 2018

SWOT ანალიზი

    SWOT – ანალიზის შედგენაზე მუშაობისას, რა თქმა უნდა, გამოვკვეთეთ კონკურენტები – თუ ვინ არიან? რა უპირატესობები აქვთ ჩვენთან შედარებით? რა მსგავსებაა ჩვენ შორის? და ჩვენ მათზე ძლიერები რით ვართ?

    კონკურენტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე შევეცადეთ გაგვეცა პასუხები SWOT – ანალიზში შემავალი კითხვებისთვის თუ რა არის ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და ამავდროულად რა გარე ფაქტორებმა – შსაძლებლობები, საფრთხეები   შეიძლება იმოქმედონ ჩვენს პოტენციურ ბიზნესზე.
   
    ბიზნეს იდეის შემუშავების პროცესში, ზემოაღნიშნული ანალიზები მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ბიზნეს იდეის ადგილი ბაზარზე და ამ ბაზარზე არსებულ მომხმარებლებთან თუ კონკურენტებთან.

 

 

კითხვარი

Thursday, January 18, 2018

რეფლექსია

   ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, უფრო ცოტა ვიფიქრეთ ჩვენი ბიზნეს იდეის შესახებ, შევჯერდით ერთი შეხედვით მარტივ საქმიანობაზე – ფოტოსტუდიის გაკეთებაზე.
   ჩვენი ბიზნესი გათვლილი იქნება რამდენიმე სეგმენტზე: 
  • ბავშვებისთვის სურათების გადაღება 
  • ოჯახის წევრების გადაღება
  • და ა.შ. :)