ბიზნეს იდეის პრეზენტაციის აწყობის პროცესში გავიარე შემდეგი ეტაპები:
- ქრონოლოგიურად დავალაგე აქამდე ნაფიქრი და დამუშავებული საკითხები, რომლებიცაა – ბიზნესის აღწერა, ადგილმდებარეობა და მიზნობრივი ჯგუფი, ბიზნესის მიზნები, ბაზრის კვლევა, SWOT ანალიზი.
- პრეზენტაციის თითოეულ გვერძე მოწესრიგებულად და გასაგებად გამოვკვეთე აღნიშნული ბიზნეს იდეის მოკლე შინაარსი თემატიკის მიხედვით.
- პრეზენტაციის შინაარსობრივი ნაწილი გავაფორმე სასიამოვნო დიზაინით და შევავსე სურათებით მეტი თვალსაჩინოებისათვის.
ამ სესიაზე აღვწერე ჩემი ბიზნეს იდეა, თუმცა ამ იდეის სტარტაპის ეტაპზე გადასასვლელად დამჭირდება, უმთავრესად ციფრული პროფესიონალური ფოტოაპარატი, გარემო – ოთახი სადაც მოხდება ფოტოგადაღება და ინტერიერის მოწყობა და სხვა ინვენტარი. ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა, რა თქმა უნდა, ფინანსები რომლებიც გამომდინარეობს ინვენტარის, ტექნიკის და ფარტის იჯარის ხარჯებიდან გამომდინარე ერთიანად.